ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აბიტურიენტებისათვის აპრილის თვეში ჩაატარებს მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადას.
ოლიმპიადის მონაწილე წარმატებულ აბიტურიენტებს გადაეცემათ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერი. ოლიმპიადის მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ ორი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი:
- პირველი კატეგორიის – 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი;
- მეორე კატეგორიის – 600-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი.
სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას აბიტურიენტები შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით).
შეგახსენებთ, საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა – სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი კი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად.
ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია არაუგვიანეს 2016 წლის 4 აპრილისა – რეგისტრაციის ფორმა.
მომავალ ფიზიკოსთა ოლიმპიადა ჩატარდება 2016 წლის 10 აპრილს, 2 ტურად. იხილეთ დეტალური განრიგი.
მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი და განრიგი
მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადა ჩატარდება 2 ტურად, 10 აპრილს , შემდეგი განრიგით:
რეგისტრაცია
დრო: 09:30-10:30, 10 აპრილი
რეგისტრაციისთვის სავალდებულოა მონაწილეებმა თან იქონიონ პირადობის მოწმობა.
პირველი შესარჩევი ტური
ჩატარების დრო: 10:30 საათი, 10 აპრილი
ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: ტესტი, რომელიც შედგება 20 კითხვისგან. თითოეული კითხვა მოიცავს 4 სავარაუდო პასუხს.
შეფასების სისტემა და ჯილდო: მონაწილეები, რომლებიც სწორად უპასუხებენ 20 კითხვიდან 10 კითხვას, მოიპოვებენ მეორე კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერს და მონაწილეობის უფლებას მეორე ტურში.
ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორია
მეორე დასკვნითი ტური
ჩატარების დრო: 14:00 საათი, 10 აპრილი
ხანგრძლივობა: 4 საათი
ფორმატი: ტესტები და ღია ამოცანები
მეორე ტურში მონაწილეებს მოუწევთ მუშაობა 30 ამოცანაზე. მეორე ტურში 15 დავალება იქნება ტესტური. მონაწილეებმა უნდა იმუშაონ 15 რაოდენობრივი და თვისებრივი ამოცანაზე, მონაწილეებმა თითოეულ ამოცანაში დასმულ შეკითხვაზე უნდა შეარჩიონ ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხი. თითოეული სწორი პასუხი-სწორად შესრულებული დავალება ფასდება 1 ქულით. ასევე მეორე ტურში მონაწილეებმა უნდა იმუშაონ ისეთ 15 ამოცანაზე რომელში დასმულ შეკითხვებზეც პასუხი უნდა მოკლედ და გასაგებად აღწერონ წერილობით. ამ ამოცანებიდან თითოეული ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით. ამოცანების ამოხსნები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
5 ქულა-ამოცანა სრულად არის აღწერილი და შედეგები ნათლად არის წარმოდგენილი ნაშრომში.
4 ქულა-ამოცანა აღწერილია და დაშვებულია მცირე უზუსტობები.
2-3 ქულა-ამოცანა ნაწილობრივ არის აღწერილი შედეგები არასრულადაა წარმოდგენილი.
1 ქულა-ამოცანა გააზრებულია და დაწყებულია აღწერა
0 ქულა-ამოცანა არ არის გააზრებული და/ან ამოცანასთან დაკავშირებული ნაშრომი არ არის წარმოდგენილი
მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 5 მონაწილე მიიღებს პირველი ხარისხის – 1000 ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.
ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორია
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 12 აპრილს.
თუ გსურს, მიიღო მონაწილეობა ილიაუნის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადაში, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 4 აპრილის ჩათვლით.
შესაძლო კითხვები და პასუხები
ვის შეუძლია ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება?
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც 2016 წელს დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
რა კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერები გაიცემა ოლიმპიადაში მონაწილე აბიტურიენტებისთვის?
ოლიმპიადაში მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 2 კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი:
- მეორე კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი – 600-ლარიანი – გადაეცემა ოლიმპიადის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც პირველი ტურიდან გადავა ოლიმპიადის მეორე ტურში;
- პირველი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერი – 1000-ლარიანი – გადაეცემა ოლიმპიადის საუკეთესო 5 მონაწილეს.
რა შემთხვევაში შევძლებ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას?
ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას შეძლებ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით).
შემიძლია თუ არა ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღება სხვა გზით?
დიახ, კერძოდ, მაშინ თუ ჩააბარებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდები აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:
- პირველ ხუთეულში – მიიღებ 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
- მომდევნო ათ სტუდენტს შორის – მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების პირობებს დავაკმაყოფილებ ოლიმპიადაზეც და ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვითაც?
- თუ ოლიმპიადაზე მიიღებ პირველი კატეგორიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით მოხვდები ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა პირველ ხუთეულში, მაშინ დაჯილდოვდები 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით;
- თუ ოლიმპიადაზე მიიღებ მეორე კატეგორიის 600-ლარიან ვაუჩერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით მოხვდები ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენთა პირველ ხუთეულში, მაშინ დაჯილდოვდები 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით;
- თუ ოლიმპიადაზე მიიღებ პირველი კატეგორიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით ვერ მოხვდები ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა პირველ ხუთეულში, მაგრამ იქნები მომდევნო 10 სტუდენტს შორის, მაშინ დაჯილდოვდები 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.
დასკვნა: სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა ერთ ადამიანზე ხდება მხოლოდ ერთხელ, მაგრამ შენ შეგიძლია, გაიუმჯობესო სასტიპენდიო ვაუჩერის კატეგორია, თუკი რომელიმეზე – ოლიმპიადაზე ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დააკმაყოფილებ პირველი ხარისხის ვაუჩერის მიღების პირობებს.
სწრაფი ბმულები:
- სარეგისტრაციო ფორმა
- ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების დამატებითი შესაძლებლობები
- სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას.
2016 წელი
[wpai_display_imported_files_here]
