საჩუქარი აბიტურიენტებს ილიაუნისგან – ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამთვიანი კურსი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი გავხადოთ ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა.
ამ მიზნის მისაღწევად მუდმივად ვქმნით ახალ პროგრამებს.
- 2014 წლიდან გვაქვს საუნივერსიტეტო სასტიპენდიო ფონდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიაუნიში აგრძელებენ. 2017-2018 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა საუნივერსიტეტო სასტიპენდიო ფონდი 150 000 ლარზე მეტია.
- 2014 წლიდან მოქმედებს შიდასაუნივერსიტეტო დასაქმების პროგრამა „დასაქმდი და ისწავლე ილიაუნიში“ – ანაზღაურებადი სტაჟირება ილიაუნის სხვადასხვა სამსახურში, ბიბლიოთეკაში.
ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამები ვრცელდება მათზე, ვინც ილიაუნის სტუდენტის სტატუსს ატარებს.
თუმცა, ათასობით აბიტურიენტს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, მოემზადოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და სწავლა მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის საინტერესო მიმართულებაზე გააგრძელოს.
სწორედ ამიტომ, სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიაუნის მოსამზადებელმა ცენტრმა შეიმუშავა სამთვიანი უფასო მოსამზადებელი კურსი აბიტურიენტებისთვის.
2017 წლის თებერვლიდან პროგრამა 100 აბიტურიენტს მოამზადებს.
პროგრამის აღწერა
სამთვიანი უფასო მოსამზადებელი კურსი აბიტურიენტებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში შედგება ორი მოდულისგან:
კურსი მთლიანად ფარავს აღნიშნულ საგნებში გამოცდებისთვის შერჩეულ თემატიკას. ასევე, კურსის ფარგლებში, აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდების ჩაბარების ტექნიკებს. დეტალურად გარჩეულ დავალებებზე და მათი ამოხსნის ხერხებზე დაყრდნობით, ათვისებული მიდგომების გამოყენებით, აბიტურიენტები თავადაც (ტრენერის დახმარებით) ამოხსნიან მსგავს ამოცანებს.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
კურსის განრიგი: მეცადინეობები დაიწყება თებერვალში და ჩატარდება ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე. კანდიდატები, რომლებიც დაესწრებიან პროგრამით გათვალისწინებული ლექციების 80%-ს, დაჯილდოვდებიან სერტიფიკატით.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც 2017 წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გასაგრძელებლად აქვს საკმარისი უნარი და მოტივაცია, მაგრამ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, მოემზადოს გამოცდებისთვის.
როგორ გავიარო კურსი?
კურსში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია აღნიშნულ კურსზე დასრულდა 2017 წლის 5 თებერვალს.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც უფრო ადრე გაივლიან რეგისტრაციას.
მოსამზადებელი ცენტრის ტრენერები
მარი დგებუაძე, ზოგადი უნარების მოდულის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა: GRE, GMAT და SAT.
ეკა ჩიკვაიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მოდულის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი.
ილიაუნი გისურვებთ წარმატებებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
032 2 22 00 09 (352)
2016 წელი
[wpai_display_imported_files_here]