საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველ წელს ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს სამაგისტრო-საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელზეც სწავლის საფასური სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის N122/ნ ბრძანების ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებულია:
| პროგრამის დასახელება | ადგილების რაოდენობა |
| დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა | 50 ადგილი |
| არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა) | 50 ადგილი |
| მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) | 50 ადგილი |
| ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) | 50 ადგილი |
| ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) | 15 ადგილი |
| ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) | 60 ადგილი |
| ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) | 60 ადგილი |
| არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) | 35 ადგილი |
| ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) | 20 ადგილი |
| სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) | 10 ადგილი |