ილიაუნი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში და გთავაზობთ მრავალფეროვან საერთაშორისო გამოცდილებას.
საერთაშორისო პროექტები
- Tempus – 27 პროექტი
- Erasmus+ CBHE – 28 პროექტი (მათ შორის 4 ISU-ის კოორდინირებით)
- Jean Monnet, Horizon 2020, Horizon Europe, NATO SPS და სხვ.
შეგიძლიათ ჩაერთოტ თანამედროვე კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო აკადემიურ ქსელებში.
გაცვლითი პროგრამები
შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატაროთ საზღვარგარეთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები, ცოდნა და გამოცდილება.
- Erasmus+ KA107-ის ფარგლებში ილიაუნი თანამშრომლობს 139 ევროპულ უნივერსიტეტთან 26 ქვეყნიდან.
2015 წლიდან განხორციელდა 1200-ზე მეტი სტუდენტისა და პერსონალის მობილობა.
ორმაგი ხარისხი და ერთობლივი პროგრამები
თქვენი განათლება აღიარებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებშიც.
- დოქტორანტურა – ორმაგი ხარისხის პროგრამები გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან:
- მიუნსტერის უნივერსიტეტი
- გოტინგენის უნივერსიტეტი
- Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები:
- European Masters in Lexicography (EMLEX)
- International Masters in Russian, Central and Eastern European Studies (IMRCEES)