ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის განათლებას. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნილია ისე, რომ დაგეხმაროთ ცოდნისა და თანამედროვე პრაქტიკული უნარების შეძენაში.
გექნებათ შესაძლებლობა, იმუშაოთ კვლევით პროექტებზე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთად. ამ გამოცდილებით უკვე სასწავლო პროცესში გახდებით გლობალური აკადემიური საზოგადოების ნაწილი. იქნებით კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და წარმატებით გააგრძელებთ კარიერას სხვადასხვა სფეროში.
ილიაუნიში გასწავლინ კვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი ლექტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ ხარისხს.