4 ივლისს, 19:00 საათზე, E207 აუდიტორიაში STEM- აკადემიის ფარგლებში გაიმართება საბუნებისმეტყველო მოდულის საჯარო ლექციები.
- გადავცემთ თუ არა ჩვენს ცხოვრებაში შეძენილ ინფორმაციას ჩვენს შვილებს გენეტიკურად
რევაზ სოლომონია – პროფესორი მოლეკულური ბიომეცნიერებების მიმართულებით, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
- რა ინფორმაციას გადავცემთ ჩვენს შვილებს გენეტიკურად?
- გადაეცემა თუ არა დასწავლილი ქცევები და შეძენილი ინფორმაცია გენეტიკურად?
სწორედ ამ კითხვებზე პასუხი იქნება მომხსენებლის საუბრის თემა.
- რა არის ვერცხლისწყალი
ქეთევან კუპატაძე – პროფესორი ქიმია/ბიოქიმიის მიმართულებით
მომხსენებელი ისაუბრებს ვერცხლისწყალზე, როგორც ალქიმიკოსების ინტერესის საგანზე, ძველ დროსა და შუა საუკუნეებში. შემოგვთავაზებს ქიმიკოსი მეფე ვახტანგ VI-ის შეხედულებას აღნიშნულ ლითონზე. დამსწრე საზოგადოება მიიღებს პასუხს შემდეგ კითხვებზე:
- რატომ უწოდეს ამ ლითონს ვერცხლისწყალი?
- როგორია მისი ქიმიური სამყარო?
- რატომ არის საინტერესო ვერცხლისწყალი XXI საუკუნეში და რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას გარემოზე?
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და განათლება
მარიკა კაპანაძე – პროფესორი განათლების მიმართულებით, კვლევითი ცენტრის SALiS ხელმძღვანელი
რატომ არის მნიშვნელოვანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება და სწავლა. როგორ უნდა ისწავლებოდეს აღნიშნული მეცნიერებები სკოლაში და რა გზებით შეიძლება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა – სწორედ ამ თემებზე ისაუბრებს მომხსენებელი თავის ბლოკში.
დრო: 4 ივლისს, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)
დასწრება თავისუფალია.
დეტალური ინფორმაცია STEM აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/NnscfG
[wpai_display_imported_files_here]
