6 ივნისს, 19:00 საათზე, E207 აუდიტორიაში STEM- აკადემიის ფარგლებში გაიმართება ფიზიკის მოდულის საჯარო ლექციები.
- რატომ დუმს სამყარო – ფერმის პარადოქსი და მისი ამოხსნის 75 მცდელობა
ანდრია როგავა – ასოცირებული პროფესორი თეორიული ფიზიკისა და ასტროფიზიკის მიმართულებით
რამდენიმე ათეული წლის წინ განთქმულმა იტალიელმა ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ ჩამოაყალიბა ჯერაც აუხსნელი პარადოქსი – „თუ სამყარო მართლა სავსეა ჰუმანოიდებით, მაშინ სად არიან ისინი?!“. მომხსენებელი ლექციის ფარგლებში სწორედ ამ პარადოქსის ამოხსნის რამდენიმე პოპულარულ იდეას განიხილავს. ყველაზე პოპულარული იდეები წარმოდგენილია სტივენ უების წიგნში – ”If the Universe is Teeming with Aliens… Where Is Everybody? – Seventy-Five Solutions to the Fermi Paradox and the Problem of Extraterrestrial Life”.
- ინჟინერიის მიღწევები და ბუნებისმეტყველების კანონები
გიორგი დალაქიშვილი – ასოცირებული პროფესორი ფიზიკის მიმართულებით
როგორ ვითარდებოდა ტექნოლოგიები, რა ხერხებით დგინდებოდა ბუნებისმეტყველების კანონები – ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხსაც მსმენელი აღნიშნულ ლექციაზე მიიღებს. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებისმეტყველების ფუნდამენტური კანონების გააზრება პრაქტიკული, საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტილებისას.
ლექციის ბოლოს მომხსენებელი დამსწრე აუდიტორიას რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტის საშუალებით აჩვენებს, რაში მდგომარეობს ელექტროდინამიკის კანონები.
დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)
დასწრება თავისუფალია.
დეტალური ინფორმაცია STEM აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/NnscfG
[wpai_display_imported_files_here]
