I. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან ლექსიკოლოგიის საკითხებს:
სიტყვა, მისი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა; სიტყვის მნიშვნელობის ცვლა: გაფართოება და დავიწროება. სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, პარონიმები, დიალექტიზმები, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, ნასესხები სიტყვები, ბარბარიზმები. სიტყვათა მყარი შეხამებანი. წარმოქმნილი და ძირეული სიტყვები. მარტივი და რთული სიტყვები. სიტყვათა შემოკლებით შეერთება, შემოკლება.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
დრამა, ეპოსი, ლირიკა, პოეზია, პროზა, პოემა, რომანი, მოთხრობა, ნოველა, პუბლიცისტიკა.
II. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან სტილისტიკის საკითხებს.
სტილის რაობა. ფუნქციური სტილისტიკა. ლექსიკური სტილისტიკა. სიტყვათა შერჩევა მნიშვნელობის მიხედვით. პარონიმები, ევფემიზმები, თავაზიანობის გამომხატველი სიტყვები. სტილისტური ხარვეზები. ტავტოლოგია, კალკი, ატროფია (სიტყვის გამოყენება არაზუსტი მნიშვნელობით).
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
ანდაზა, აფორიზმი, თქმულება, იგავ-არაკი, ლეგენდა, მითი, ტრაგედია, კომედია, ბიოგრაფია, მემუარი.
III. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მორფოლოგიის საკითხებს.
მეტყველების ნაწილები: არსებითი სახელი, ჯგუფები შინაარსის მიხედვით, საზოგადო და საკუთარ სახელთა ბრუნება; ზედსართავი სახელი, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები, ზედსართავ სახელთა ბრუნება დამოუკიდებლად და არსებით სახელთან ერთად; არსებითი სახელი მსაზღვრელად.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
ლექსი, რითმა, რიტმი, სტროფი, ტაეპი, ელეგია, მუხამბაზი, სონეტი, ტრიოლეტი, შაირი.
IV. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მორფოლოგიის საკითხებს.
რიცხვითი სახელი, რიცხვითი სახელების ჯგუფები, რიცხვითი სახელების ბრუნება; ნაცვალსახელი, ნაცვალსახელთა ჯგუფები, ნაცვალსახელთა ბრუნება.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
სიუჟეტი, ფაბულა, კომპოზიცია, თემა, იდეა.
V. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მორფოლოგიის საკითხებს.
ზმნა, ზმნის პირი და რიცხვი, ზმნისწინი, დრო, ასპექტი, კილო, გარდამავლობა, მწკრივები და სერიები, გვარი, ქცევა, კონტაქტი.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
ტროპი, ეპითეტი, შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება, ჰიპერბოლა.
VI. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მორფოლოგიის საკითხებს.
სახელზმნა; ზმნიზედა; თანდებული; კავშირი; ნაწილაკი; შორისდებული.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
ალეგორია, ალიტერაცია, ალუზია, გროტესკი, ირონია, სარკაზმი, სატირა.
VII. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან სინტაქსის საკითხებს.
წინადადება; სინტაქსური წყვილები, სინტაქსური ურთიერთობის სახეები; წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით; წინადადების წევრები; ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა რიცხვის მიხედვით; წინადადების სახეები აგებულების მიხედვით; მარტივი წინადადების სახეები.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
ლირიკული გმირი, პერსონაჟი, პორტრეტი, პეიზაჟი, სიმბოლო, მხატვრული სახე.
VIII. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან სინტაქსის საკითხებს.
შერწყმული წინადადება, ერთგვარ წევრთა შეერთება; განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებს:
დიალოგი, მონოლოგი, პოლილოგი, პერიფრაზი, ციტატა, მოტივი.
IX. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან სინტაქსის საკითხებს:
რთული წინადადება, რთული თანწყობილი წინადადება, რთული ქვეწყობილი წინადადება.
- მსმენელები გაეცნობიან სასულიერო მწერლობის დამახასიათებელ ნიშნებს.
X. სესია
მსმენელები იმუშავებენ ტექსტის რედაქტირებაზე. მსმენელები გაეცნობიან არგუმენტირებული ესეს შექმნის პრინციპებს.
XI. სესია
- მსმენელები გაეცნობიან კლასიკური ხანის მწერლობის ძირითად თავისებურებებს.
მსმენელები გაეცნობიან არგუმენტების ლოგიკურად, დამაჯერებლად ჩამოყალიბების სტრატეგიებსა და მათი შესაბამისი მაგალითებით გამყარების წესებს.
XII. სესია
- მსმენელები გაეცნობიან აღორძინების ხანის მწერლობის თავისებურებებს.
- მსმენელები გაეცნობიან არგუმენტირებულ ესეში კონტრარგუმენტების მოხმობასა და მათთან გამკლავების ხერხებს.
XIII. სესია
- მსმენელები გაეცნობიან ლიტერატურულ მიმდინარეობებს – რომანტიზმსა და რეალიზმს. ლიტერატურული მასალის საფუძველზე, მსმენელები შეისწავლიან პრობლემის დასმასა და გააზრებას.
XIV. სესია
- მსმენელები გაეცნობიან ლიტერატურულ მიმდინარეობებს – მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს.
მსმენელები გაეცნობიან ნაწარმოების თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგების, მხატვრული სახეების, სიტუაციის, კოლიზიის არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატურად გააზრებისა და წერილობით გადმოცემის წესებს.
XV. სესია
- შემაჯამებელი
მსმენელები გაარედაქტირებენ ტექსტს; ამა თუ იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბებენ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს; მხატვრულ ტექსტზე დაყრდნობით, გააანალიზებენ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს.
[wpai_display_imported_files_here]