მოდულის მიზანია, გაგაცნოთ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის უმოკლეს დროში ეფექტურად შესრულების სტრატეგიები.
მოდული მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს:
- ტექსტის რედაქტირება
გავრცელებული და ტიპური შეცდომების ანალიზის გზით, გაგაცნობთ ტექსტის რედაქტირების პრინციპებსა და სტრატეგიებს. - არგუმენტირებული ესე
გაგაცნობთ არგუმენტირებული ესეს სტრუქტურულ მახასიათებლებს, არგუმენტირებისა და კონტრარგუმენტირების ჩამოყალიბების წესებსა და აკადემიური წერისთვის შესაფერის სტილს. - მხატვრული ტექსტის ანალიზი
მხატვრული ტექსტის გააზრებისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ანალიზის სტრატეგიების გამოყენებით, გაგაცნობთ წერილობითი ნაშრომის შექმნის, მოსაზრებების არგუმენტირების, ადეკვატური ციტირების პრინციპებისა და გრამატიკული შეცდომების თავიდან აცილების გზებს.
მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი
მოდულის გავლის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს.
თუ გსურთ მოდულის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ტელ.: (+995 32) 222 00 09 (352)
[wpai_display_imported_files_here]