I. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან ნატურალურ რიცხვებთან მუშაობის პრინციპებს.
ნატურალური რიცხვების ჩაწერა ციფრებით. ლუწი და კენტი რიცხვები. ჯერადი და გამყოფი. რიცხვების გაყოფადობის წესები. ალგებრული ამოცანები და მათი ამოხსნის ხერხები.
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მსმენელები გაეცნობიან წილადების და მთელი რიცხვების კლასებს.
ათწილადები; დადებითი და უარყოფითი რიცხვები. რიცხვთა შედარება. არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე. არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები.
II. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მსმენელები გაეცნობიან „ნაწილის და პროცენტის ცნებებს“, „შეფარდების და პროპორციის“ აგების პრინციპებს:
რიცხვის ნაწილის და პროცენტის პოვნა. რიცხვის პოვნა ნაწილის და პროცენტის მიხედვით; იმის დადგენა, თუ ერთი რიცხვი მეორის რა ნაწილი ან რა პროცენტია. პროპორციის ძირითადი თვისება. პროპორციულ ნაწილებად დაყოფა. მასშტაბი.
III. სესია
პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან ვერბალურ ნაწილში შემავალი სავარჯიშოების – „ანალოგიები“ და „წინადადების შევსება“ – შესრულების ხერხებს და პრინციპებს.
IV. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან შემდეგ თემებს: „რიცხვითი ღერძი“, „ალგებრული გამოსახულება“, „წრფივი განტოლება და მისი ამოხსნა“, „წრფივ განტოლებათა სისტემა“:
რიცხვების გამოსახვა რიცხვით ღერძზე. წერტილის კოორდინატი რიცხვით ღერძზე. ალგებრული გამოსახულების რიცხვითი მნიშვნელობა. ალგებრულ გამოსახულებათა გარდაქმნა. ორი რიცხვის ჯამის და სხვაობის კვადრატის, აგრეთვე კვადრატების სხვაობის ფორმულები. განტოლება. განტოლების ფესვი. წრფივი განტოლების ამოხსნა, სისტემის ამოხსნის ხერხები.
V. სესია
პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან ტექსტის დამუშავების პრინციპებს, აითვისებენ ტექსტის გააზრების ეფექტურ და სწრაფ ხერხებს.
VI. სესია
პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან შემდეგ თემებს: „რიცხვის ნატურალური ხარისხი და მისი თვისებები“, „მიმდევრობა, ფუნქცია, ფუნქციის გრაფიკი“, „საშუალო არითმეტიკული“.
VII. სესია
პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის ლოგიკური ამოცანების ამოხსნის ხერხებს.
VIII. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან თემას: „გეომეტრიული ფიგურები სიბრტყეზე“ (1)
წერტილი. წრფე. სხივი. მონაკვეთი. ტეხილი. კუთხე. კუთხის საზომი ერთეული. მართი, გაშლილი, მახვილი და ბლაგვი კუთხეები. მოსაზღვრე, ვერტიკალური, ჯვარედინი კუთხეები.
IX. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან თემას: „გეომეტრიული ფიგურები სიბრტყეზე (2)“
მრავალკუთხედი. მრავალკუთხედის დიაგონალი. წესიერი მრავალკუთხედი. მრავალკუთხედის პერიმეტრი. სამკუთხედის უტოლობა. სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი. ტოლფერდა, ტოლგვერდა, მართკუთხა სამკუთხედები და მათი თვისებები. დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდების და მათ მოპირდაპირე კუთხეებს შორის. პითაგორას თეორემა. სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა.
X. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან თემას: „გეომეტრიული ფიგურები სიბრტყეზე (3)“
რომბი, მართკუთხედი, პარალელოგრამი, კვადრატი და მათი თვისებები. მართკუთხედის, პარალელოგრამის, კვადრატის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები. წრეწირი, წრე, ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი. წრეწირის სიგრძე. წრეწირის ფართობი.
XI. სესია
პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან თემებს: „სიმეტრიული ფიგურები. ღერძული სიმეტრია“, „პარალელური და მართობული წრფეები“, „მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე“
XII. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მსმენელები გაეცნობიან თემას: „გეომეტრიული სხეულები“.
კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, სფერო, ბირთვი, ცილინდრი და მათი მოცულობების გამოსათვლელი ფორმულები.
XIII. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან თემებს: „მონაცემთა ანალიზი“, „ალბათობის თეორია“.
მონაცემთა წარმოდგენის ხერხები: ცხრილი, სკალა, გრაფიკი, წრიული დიაგრამა, სვეტოვანი დიაგრამა. ხდომილება და მისი ალბათობა.
XIV. სესია
- პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მსმენელები გაეცნობიან თემას: „ზომა, ზომის ერთეულები“.
სიგრძე, ფართობი, მოცულობა, მასა, სიჩქარე, დრო; ამ სიდიდეების ერთეულები.
XV. სესია
- შემაჯამებელი
ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით, შერეული ტიპის ტესტური დავალებების შესრულება
[wpai_display_imported_files_here]