9 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ფიზიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის ჩაატარებს მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადას.
გამარჯვებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის მოპოვება. ასევე, ოლიმპიადის მონაწილე ყველა წარმატებული აბიტურიენტი დაჯილდოვდება ილიაუნის შემეცნებითი ბანაკის 3-დღიანი საგზურით ყაზბეგში.
ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 5 აპრილისა – სარეგისტრაციო ფორმა.
პრიზები
- 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით* დაჯილდოვდება ოლიმპიადის მონაწილე 5 ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტი.
- ფიზიკის გასვლითი ბანაკის (ჩატარდება ყაზბეგში გაზაფხულზე) 3-დღიანი საგზურით (უნივერსიტეტის მხრიდან სრულად დაფინანსებული ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, სასტუმროში განთავსება, სასწავლო მასალების ხარჯები) დაჯილდოვდება ოლიმპიადის ყველა ნახევარფინალისტი.
მონაწილეობის პირობები
- ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც 2017 წელს დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
- ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 5 აპრილისა – სარეგისტრაციო ფორმა.
სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები
მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადაზე მიღებული სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას აბიტურიენტები შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით). ფიზიკის პროგრამის კოდი ცნობარში : 0100404
ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს (იხ. სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების დამატებითი შესაძლებლობები https://goo.gl/6GP4FZ), დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე ერთი სასტიპენდიო ვაუჩერით.
სწრაფი ბმულები
- მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი და განრიგი
- ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ფორმა
- ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების დამატებითი შესაძლებლობები
- სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები ილიაუნიში
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
- სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ბაზისბანკის“ ერთობლივი სტემ სასტიპენდიო პროგრამა ელექტრული ინჟინერიითა და კომპიუტერული ინჟინერიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის
დამატებითი ინფორმაციისათვის:
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)
[wpai_display_imported_files_here]
