16 მაისს, 19:00 საათზე, E207 აუდიტორიაში STEM აკადემიის ფარგლებში გაიმართება ინჟინერიის მოდულის საჯარო ლექციები.
- ხელოვნური ინტელექტი და რობოტიქსი
ნანა დიხამინჯია – პროფესორი კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით
ლექციაზე განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის სწრაფი განვითარება ბოლო წლებში, მისი უახლესი მიღწევები და პრაქტიკული გამოყენებები სხვადასხვა დარგში, მათ შორის მეცნიერებასა და კვლევებში. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება მიმართულების განვითარების პერსპექტივები და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში ამჟამად მიმდინარე პროექტები.
- კუბსატები – დედამიწის მცირე ზომის ხელოვნური თანამგზავრები
გიორგი ვეშაპიძე – ასოცირებული პროფესორი ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით
მომხსენებელი აუდიტორიას წარუდგენს ილიაუნის კუბსატს. ლექციაზე განხილული იქნება ილიაუნიში შემუშავებული ხელოვნური თანამგზავრების მობრუნების სისტემაც, რომელიც გამოირჩევა სიმარტივით, მაღალი საიმედოობით, ენერგოეფექტურობითა და სიიაფით – ბევრი ხელოვნური თანამგზავრის მისიისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თანამგზავრის ორიენტაციის აქტიურ კონტროლს.
კუბსატი დედამიწის მცირე ზომის ხელოვნური თანამგზავრია, რომლის ორბიტაზე გაყვანამისივე მცირე ზომის გამო შედარებით იაფი ჯდება. მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტი და ცნობილი სამთავრობო ორგანიზაცია (NASA, ESA, JAXA და ა.შ.) აქტიურად მუშაობს აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებაზე.
- კომპიუტერული ინჟინერია პრაქტიკაში
მიხეილ ელაშვილი – პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით
ლექციაზე განიხილება კონკრეტული მაგალითები ილიაუნის კვლევითი საქმიანობიდან – როგორ გამოიყენება კომპიუტერული ინჟინერია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: არქეოლოგია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გარემოსა და კლიმატის კვლევა, ბუნებრივი რესურსები, ტურიზმი, გეოლოგია და ა.შ.
კომპიუტერული ინჟინერია ყველასთვის კარგად ნაცნობი ტერმინია, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეფუძნება და პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს, ესენია: უპილოტო საფრენი აპარატები, 3D მოდელები, ვირტუალური რეალობა, სხვადასხვა ტიპის სენსორები, ქსელები და ციფრულ მონაცემთა ნაკადი.
დრო: 16 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)
დასწრება თავისუფალია.
დეტალური ინფორმაცია STEM აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/NnscfG
[wpai_display_imported_files_here]
