ილიაუნისა და ბაზისბანკის ერთობლივი STEM- სასტიპენდიო ფონდი 2021-2022 წელს 30 000 ლარს შეადგენს.
სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ყველა აბიტურიენტი, რომლებიც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- ინგლისურენოვანი კომპიუტერული ინჟინერია
- ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერია
- ინგლისურენოვანი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
ეს პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლამ სან დიეგოს სახელმწიფო უნვერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავა. მათზე 2021-2022 წელს მხოლოდ 35 წარმატებული პირველკურსელი ისწავლის.
35-ვეს სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს ორი კატეგორიის სასტიპენდიო ვაუჩერიდან ერთ-ერთი:
- I კატეგორია – 1000-ლარიანი STEM-სასტიპენდიო ვაუჩერი (რაოდენობა: 10)
- II კატეგორია – 800-ლარიანი STEM-სასტიპენდიო ვაუჩერი (რაოდენობა: 25)
1000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით იქნები პროგრამებზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 10 პირველკურსელს შორის;
800-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით იქნები პროგრამებზე ჩარიცხულ მომდევნო 25 პირველკურსელს შორის.
- სწავლის საფასურის გადახდა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა
- ზოგადსაუნივერსიტეტო სტიპენდიები აბიტურიენტებისთვის
სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა
ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. სტიპენდიას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებ 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.
სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
საკონტაქტო ინფორმაცია
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)
[wpai_display_imported_files_here]
