ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აბიტურიენტებს 2018 წელს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს:
- სამოქალაქო განათლებაში მოსამზადებელი უფასო კურსი აბიტურიენტებისათვის
- სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი
- სტიპენდიები საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებისათვის
სტიპენდიები საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებისათვის
2018-2019 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის აწესებს 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერებს.
1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე და 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მიხედვით იქნები ქვეყნის მასშტაბით 100-საუკეთესო აბიტურიენტს შორის;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე და აღნიშნულ მიმართულებაზე 2018 წელს ჩარიცხულ პირველკურსელებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა
ერთ აბიტურიენტზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. აბიტურიენტი სტიპენდიას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებს 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.
სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
032 2 22 00 09 (352)
[wpai_display_imported_files_here]
