აპრილიდან პარასკევობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამეცნიერო ტური სკოლის მოსწავლეებისათვის.
თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ, და ილიაუნის სიმბოლიკიანი სუვენირები.
სამეცნიერო ტურის განრიგი:
11:30 – პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ
13:50 – ვიზიტი ილიას სამკითხველო დარბაზში
13:00 – ვიზიტი კომპიუტერული თამაშებისა ლაბორატორიაში GameLab Iliauni
13:30 – ვიზიტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში და მონაწილეობა სამეცნიერო ექსპერიმენტებში
14:00 – ვიზიტი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში FabLab Iliauni
14:30 – ყავის შესვენება
15:00 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამების (პრეზენტაცია)
15:30 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების (ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია) პრეზენტაცია.
ტურში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/kac5bi
ყველა დარეგისტრირებულ მონაწილეს წინასწარ ვაცნობებთ ტურის გამართვის თარიღს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო სკოლების ადმინისტრაციას სთავაზობს ურთიერთთანამშრომლობას: დაგეგმეთ სამეცნიერო ტური თქვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ილიაუნიში და ჩვენ გიმასპინძლებთ საინტერესო შემეცნებითი და საინფორმაციო პროგრამით.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
ელფოსტა: pr@iliauni.edu.ge
ტელ.: 577 008 661
[wpai_display_imported_files_here]
