13 ივნისს, 19:00 საათზე, E207 აუდიტორიაში STEM-აკადემიის ფარგლებში გაიმართება ეკოლოგიის მოდულის საჯარო ლექციები.
- უსქესო გამრავლება ქვეწარმავლებში: ევოლუციური ჩიხი თუ ევოლუციის ახალი განზომილება
დავით თარხნიშვილი – პროფესორი ევოლუციური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულებით, ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
მსოფლიოში ცნობილია რამდენიმე უსქესოდ მრავლებადი ქვეწარმავლის ჯგუფი – ძირითადად ტროპიკული ხვლიკები, თუმცა გამონაკლისია ხვლიკები მცირე კავკასიონის მთებიდან.
უცნობია, იარსებებენ ეს სახეობები შორეულ მომავალში თუ ამოწყდებიან. მომხსენებელი ისაუბრებს გამრავლების არსებულ და ახალ მექანიზმებზე და წარმოადგენს ამ მიმართულებით ილიაუნიში ჩატარებული კვლევის შედეგებს.
- დელფინები შავ ზღვაში: ევოლუცია, პოპულაციების მდგომარეობა და მათზე მოქმედი საფრთხეები
ნათია კოპალიანი – პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით
ლექციაზე მომხსენებელი მიმოიხილავს შავ ზღვაში მცხოვრები დელფინების მდგომარეობასა და მათზე მოქმედ საფრთხეებს. ძირითადი კითხვები რაზეც დამსწრე საზოგადოება ინფორმაციას მიიღებს, შემდეგია:
- როდის და საიდან მოხვდნენ აფალინები, თეთრგვერდა დელფინები და ზღვის ღორები შავ ზღვაში?
- რა მნიშვნელობა აქვს მათ არსებობას შავი ზღვის ეკოსისტემისთვის?
- როგორ ხდება მათი შესწავლა და რა საფრთხეები ემუქრება დელფინების პოპულაციას?
- მწერების მოძრაობის კომპიუტერული მოდელირება
გიორგი ჩალაძე – ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, პასკალის პრემიის ლაურეატი
მომხსენებელი წარმოადგენს მწერების მოძრაობის კომპიუტერულ მოდელირებას, განიხილავს, როგორ შეიძლება მწერების მოძრაობის მოდელირების პრაქტიკასა და მწერების მრავალფეროვნების შესწავლის პროცესში გამოყენება.
დრო: 13 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)
დასწრება თავისუფალია.
დეტალური ინფორმაცია STEM აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/NnscfG
[wpai_display_imported_files_here]
