010

მიღება

ილიაუნი – შენი პიროვნული და პროფესიული განვითარების ადგილი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მოდული – ილიაუნის STEM-აკადემია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მოდული – ილიაუნის STEM-აკადემია

20 ივნისს, 19:00 საათზე, E207 აუდიტორიაში STEM-აკადემიის ფარგლებში გაიმართება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მოდულის საჯარო ლექციები.

  • დედამიწის აგებულების შესწავლა ექსპერიმენტული აფეთქებებით

თეა გოდოლაძე – ასოცირებული პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი

ლექცია შეეხება დედამიწის აგებულებას, განხილულ იქნება სეისმური მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც კაცობრიობამ დედამიწის შინაგანი აგებულების შესახებ მოიპოვა ცოდნა. მომხსენებელი ისაუბრებს ექსპერიმენტული აფეთქებების მნიშვნელობაზეც მიწისძვრების ლოკაციის განსაზღვრაში.

  • ვულკანიზმი და სიცოცხლის წარმოშობა: ახალი თეორია ტექნოლოგიებისა და მეცნიერების გზაჯვარედინზე

არჩილ მაღალაშვილი –  საინჟინრო და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორი

მოწინავე კომპლექსურმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა საშუალება მისცა მეცნიერებს ოკეანის ღრმა ფენების შესწავლა დაეწყოთ და სრულიად ახალი ფაქტები გამოევლინათ წყალქვეშა ვულკანიზმის, მასთან დაკავშირებული პროცესებისა და სიცოცხლის ურთიერთკავშირის შესახებ. ამ ახალმა რევოლუციურმა აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ახალ თეორიას, რომელმაც პასუხი გასცა მრავალ – მანამდე აუხსნელ ფაქტებს და სხვა პალნეტებზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

  • წყალმოვარდნის სიმულაცია მდინარე ვარაზისხევზე: 13 ივნისის მოვლენები

ლაშა სუხიშვილი – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პასკალის პრემიის ლაურეატი

მომხსენებელი ისაუბრებს თბილისში, ვარაზისხევის ხეობაში, არსებული საფრთხეების შესახებ, დამსწრე აუდიტორიას წარუდგენს მოვლენების შესაძლო განვითარების მოდელირებას რა მოხდება თბილისის ცენტრში თუ უხვნალექიანობის შემთხვევაში მდ. ვერე ადიდდება. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება 2015 წლის მოვლენების სიმულაციური ვიდეო.

დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)

დასწრება თავისუფალია.

დეტალური ინფორმაცია STEM აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/NnscfG

 

[wpai_display_imported_files_here]

დაფინანსების შესაძლებლობები

ილიაუნის სტიპენდია წარმატებული პირველკურსელებისთვის

ილიაუნი ყოველწლიურად აწესებს 1000-ლარიან სტიპენდიას ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პირველკურსელებისთვის, რომლებიც ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგ ფაკულტეტებზე/სკოლებში:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი / 4+1 პროგრამა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა  და მედიცინის ფაკულტეტი
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 
  • მედიცინის სკოლა
  • ტექნოლოგიის სკოლა
  • ბიზნესის სკოლა
  • განათლების სკოლა

თანაბარი ქულების შემთხვევაში თანხა შეიძლება გადანაწილდეს ორ სტიპენდიატზე.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეგიძლიათ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების არჩევა. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ პროგრამების არჩევის შემთხვევაში სწავლა მთლიანად დაგიფინანსდებათ.

დაფინანსებული მიმართულებების ჩამონათვალი გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.



გრანტის გაუმჯობესება

თუ არ გაქვთ გრანტი ან მოპოვებული გაქვთ ნაწილობრივი დაფინანსება (50% ან 70%), შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გრანტის გაუმჯობესების გამოცდაზე, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს და გაიუმჯობესოთ  გრანტი.

გაითვალისწინეთ: თუ გამოცდაზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, არსებული გრანტი შეგინარჩუნდებათ.



სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები

პირველი საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით ყოველწლიურად განისაზღვრება სახელმწიფო სოციალური პროგრამით დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიები. ამ დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში სახელმწიფო გრანტის ზღვრული ოდენობის ფარგლებში სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური ფინანსდება სრულად, ხელშეკრულების სრული ვადით. თუ ზოგიერთი კატეგორიის სტუდენტები ჩარიცხვის წელს ვერ მოიპოვებენ დაფინანსებას, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მომდევნო სასწავლო წლებში გამოცხადებულ კონკურსებშიც.

შენიშვნა: მომდევნო სასწავლო წლების დაფინანსების გასაგრძელებლად განმეორებითი რეგისტრაცია საჭირო არ არის. 

სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად. რეგისტრაცია შესაძლებელია სექტემბერში. კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდის ბანერის „სტუდენტთა სახელმწიფო/სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“  საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.  

გაითვალისწინეთ: თუ სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გააკეთოს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აფინანსებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას. მის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდის ბანერზე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინრეგისტრაციით. რეგისტრაცია წარმოებს დეკემბერში. კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროგრამით დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში სახელმწიფო გრანტის ზღვრული ოდენობის ფარგლებში სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური ფინანსდება სრულად.

გაითვალისწინეთ: მომდევნო სასწავლო წლებზე დაფინანსების გასაგრძელებლად აუცილებელია ყოველწლიური რეგისტრაციის გავლა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ოჯახის წევრი სტუდენტების სემესტრულ სწავლას აფინანსებს  (სრულად ან ნაწილობრივ) თავდაცვის სამინისტრო. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შესაბამისი კატეგორიის სტუდენტებმა სამინისტროში ყოველ სემესტრში წარადგინონ მოთხოვნა საჭირო დოკუმენტების თანხლებით. დოკუმენტების ჩამონათვალისა და საბუთების წარდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.


ვეტერანების ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ახორციელებს ვეტერანების ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის საფასურის დარჩენილი ოდენობის სემესტრულ დაფინანსებას, სასწავლო წელზე მაქსიმუმ 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს დაფინანსებაზე მოთხოვნის წარდგენის დროისათვის სტუდენტის მიერ დასაფარი (და არა სრული) სწავლის საფასურის დაფინანსებას. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შესაბამისი კატეგორიის სტუდენტებმა სამსახურს ყოველ სემესტრში წარუდგინონ მოთხოვნა საჭირო დოკუმენტების თანხლებით. დოკუმენტების ჩამონათვალისა და საბუთების წარდგენის ვადების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

გაითვალისწინეთ: თუ თქვენი ოჯახის წევრი ვეტერანი და ამავდროულად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, დაფინანსების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ორივე სტრუქტურას.


სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

სოციალურად დაუცველმა და/ან წარმატებულმა სტუდენტებმა, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა და შშმ პირებმა სწავლის დაფინანსების თხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ თბილისისა და სხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების (რუსთავის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ყაზბეგისა და ა.შ.) მერიებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს („მაკი“,  „აგროჰაბი“ და სხვ.).

დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.


პირველი საფეხურის ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

პირველი საფეხურის ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლას ყოველ სემესტრში აფინანსებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში (SOCAR). დაფინანსების მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ დამფინანსებლის მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების კრიტერიუმებს და სოკარის მიერ გამოცხადებულ პერიოდში ყოველ სემესტრში დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პორტალზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სოკარის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე შესაბამის ინფორმაციას ამზადებს და აწვდის უნივერსიტეტი. სტუდენტების მიერ დამატებითი დოკუმენტების უნივერსიტეტიდან გატანა საჭირო არ არის. დაფინანსებულ სტუდენტებს განცხადებით მომართვის გარეშე მომდევნო სემესტრში არ შეგეზღუდებათ „არგუსი“ და დაუბრკოლებლად შეძლებთ სასწავლო პროცესში ჩართვას.

დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.


ეთნიკურად სომეხი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

ეთნიკურად სომეხი სტუდენტების სწავლის საფასურს ყოველ სემესტრში აფინანსებს  სომხეთის საგანმანათლებლო ფონდი. დაფინანსების მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ დამფინანსებლის მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების კრიტერიუმებს და სემესტრის დასაწყისში შესაბამისი დოკუმენტები გაგზავნოთ ფონდის ელექტრონულ ფოსტაზე.

დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.



საქართველოს ბანკის სტიპენდია

საქართველოს ბანკი კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოყოფს თანხას მთლიანი სასწავლო წლისთვის ან ნაწილობრივ დასაფინანსებლად. შეფასების და საკონკურსო პირობები ყოველ წელს განსხვავებულია. 2025 წელს გასაუბრების ეტაპისთვის სტუდენტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება და სამოტივაციო წერილი იყო. გასაუბრების შედეგად შეირჩა 6 სტუდენტი.



გაითვალისწინეთ: სტუდენტს, რომელიც ელოდება სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან და უნივერსიტეტი სტუდენტის ან თავად დამფინანსებლისგან მიიღებს ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, დაფინანსების საკითხის განხილვამდე გადაეწევა შესაბამისი სემესტრის საფასურის გადახდის ვადა. ამ პერიოდში სტუდენტს არ ეზღუდება წვდომა „არგუსზე“ და დაუბრკოლებლად ერთვება სასწავლო პროცესში. სტუდენტი ვალდებულია, სრულად დაფაროს სწავლის საფასურის დავალიანება, თუ ვერ მიიღებს დაფინანსებას.

საერთაშორისო პროექტები

შეგიძლიათ ჩაერთოთ თანამედროვე კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო აკადემიურ ქსელებში.

  • Tempus – 27 პროექტი
  • Erasmus+ CBHE – 28 პროექტი (მათ შორის 4 ISU-ის კოორდინირებით)
  • Jean Monnet, Horizon 2020, Horizon Europe, NATO SPS და სხვ.

გაცვლითი პროგრამები

შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატაროთ საზღვარგარეთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები, ცოდნა და გამოცდილება.

  • Erasmus+ KA107-ის ფარგლებში ილიაუნი თანამშრომლობს 139 ევროპულ უნივერსიტეტთან 26 ქვეყნიდან. 
  • 2015 წლიდან განხორციელდა 1200-ზე მეტი სტუდენტისა და პერსონალის მობილობა.

ორმაგი ხარისხი და ერთობლივი პროგრამები

თქვენი განათლება აღიარებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებშიც.

  • დოქტორანტურაორმაგი ხარისხის პროგრამები გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან:
    • მიუნსტერის უნივერსიტეტი
    • გოტინგენის უნივერსიტეტი
  • Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები:
    • European Masters in Lexicography (EMLEX)
    • International Masters in Russian, Central and Eastern European Studies (IMRCEES)

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის განათლებას. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნილია ისე, რომ დაგეხმაროთ ცოდნისა დათანამედროვე პრაქტიკული უნარების შეძენაში.

გექნებათ შესაძლებლობა, იმუშაოთ კვლევით პროექტებზე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთად. ამ გამოცდილებით უკვე სასწავლო პროცესში გახდებით გლობალური აკადემიური საზოგადოების ნაწილი. იქნებით კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და წარმატებით გააგრძელებთ კარიერას სხვადასხვა სფეროში.

ილიაუნიში გასწავლიან კვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი ლექტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ ხარისხს.

ილიაუნის შესახებ

ილიაუნი საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო  უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 2006 წელს და აერთიანებს 4 ფაკულტეტს და 76 კვლევით ცენტრს. აქ სწავლობს 17000-მდე სტუდენტი, მათ შორის 850 საერთაშორისო სტუდენტი.

ილიაუნიში მიიღებთ მაღალი დონის აკადემიურ განათლებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სტუდენტური გარემო ხელს შეგიწყობთ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.

 

ილიაუნი საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო  უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 2006 წელს და აერთიანებს 4 ფაკულტეტს და 76 კვლევით ცენტრს. აქ სწავლობს 17000-მდე სტუდენტი, მათ შორის 850 საერთაშორისო სტუდენტი.

ილიაუნიში მიიღებთ მაღალი დონის აკადემიურ განათლებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სტუდენტური გარემო ხელს შეგიწყობთ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.

 

 

ილიაუნი საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო  უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 2006 წელს და აერთიანებს 4 ფაკულტეტს და 76 კვლევით ცენტრს. აქ სწავლობს 17000-მდე სტუდენტი, მათ შორის 850 საერთაშორისო სტუდენტი.

ილიაუნიში მიიღებთ მაღალი დონის აკადემიურ განათლებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სტუდენტური გარემო ხელს შეგიწყობთ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.

 

ილიაუნი საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო  უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 2006 წელს და აერთიანებს 4 ფაკულტეტს და 76 კვლევით ცენტრს. აქ სწავლობს 17000-მდე სტუდენტი, მათ შორის 850 საერთაშორისო სტუდენტი.

ილიაუნიში მიიღებთ მაღალი დონის აკადემიურ განათლებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სტუდენტური გარემო ხელს შეგიწყობთ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.

 

 

ილიაუნი საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო  უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 2006 წელს და აერთიანებს 4 ფაკულტეტს და 76 კვლევით ცენტრს. აქ სწავლობს 17000-მდე სტუდენტი, მათ შორის 850 საერთაშორისო სტუდენტი.

ილიაუნიში მიიღებთ მაღალი დონის აკადემიურ განათლებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სტუდენტური გარემო ხელს შეგიწყობთ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.