პროფესიის არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. არაა ადვილი, ადრეულ ასაკში განსაზღვრო, რა არის შენი ნამდვილი მოწოდება. სწორედ ამიტომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლის 22 თებერვლიდან იწყებს აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ პროექტს – აბიტურიენტის დღე “ლიგამუსში“.
პროექტის ფარგლებში ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს უმასპინძლებს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს გააცნობენ.
აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ პროფესიასთან დაკავშირებული კითხვების გარდა, დასვან ზოგადი კითხვებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მის საბაკალავრო პროგრამებთან, პროექტებთან და სერვისებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, ყველა აბიტურიენტი ილიაუნის სიმბოლიკიანი სასაჩუქრე ნაკრებით დასაჩუქრდება.
| მომავალი შეხვედრების განრიგი | ჩატარებული ღონისძიებები |
ილიაუნის შეთავაზებები აბიტურიენტებს
[wpai_display_imported_files_here]
