ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
25 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი, თამარ ცაგარელი შეხვდება.
საუბრის თემაა: „ხელოვნება ჩვენ გარშემო“.
ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ნაკეთობათა გარემოცვაში ცხოვრობენ და ხელოვნების მრავალი დარგის ნიმუში მათი ყოველდღიური ყოფის ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია. აბიტურიენტები გაეცნობიან ხელოვნების იმ მრავალფეროვან დარგებს, რომლებიც ისწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამის – “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება” – ფარგლებში, და გააცნობიერებენ ამ დარგების აქტუალობასა და პერსპექტიულობას.
დრო: 25 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
