ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
18 აპრილს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ნინო ენუქიძე, შეხვდება.
საუბრის თემაა: „მარკეტინგი“.
მომხსენებლის შესახებ
ნინო ენუქიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორია; ამავე დროს, იგი არის ტემპუსის პროექტის, „მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელის“, კოორდინატორი. ნინო ენუქიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიაში. იგი არაერთი სტატიის, კვლევისა თუ პუბლიკაციის ავტორია.
დრო: 18 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
