ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
30 მაისს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ია კუპატაძე შეხვდება.
საუბრის თემაა: „მწვანე არქიტექტურა და არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა ილიაუნიში “.
შეხვედრაზე მიიღებთ ინფორმაციას მიმდინარე კონკურსებისა და პროექტების შესახებ; ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებთან კოლაბორაციისა და უნივერსიტეტში არსებული სხვა საშუალებების შესახებ. გაგაცნობთ არქიტექტურის პროგრამის პროფესორების ნამუშევრებს და სტუდენტთა კვლევებსა და პროექტებს.
მომხსენებლის შესახებ
ია კუპატაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაამთავრა ჯორჯიის უნივერსიტეტის ლამარ დოდ ხელოვნების სკოლის მაგისტრატურა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. ამერიკაში ყოფნისას იმავე ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს და მაქსიმალურად იყო ჩართული აკადემიურ საქმიანობაში. 2005 წელს მუშაობდა არქიტექტურულ სახელოსნოში “არქიტექტორები.ჯი”. 2010 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჩამოაყალიბა არქიტექტურის მიმართულება. 2011 წელს გაიარა სტაჟირება თემაზე “უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის ადმინისტრირება”. 2014-2015 წელს მიიღო ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია კორნელის უნივერსიტეტში არქიტექტურის, ხელოვნების და დაგეგმარების ფაკულტეტზე. 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მწვანე“ არქიტექტურის ესთეტიკა. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟნრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
დრო: 30 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
