ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
14 მარტს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ვეშაპიძე შეხვდება.
საუბრის თემაა: „კომპიუტერული ინჟინერიის ახალი პროგრამა“.
შეხვედრა დაეთმობა კომპიუტერული ინჟინერიის ახალი პროგრამის განხილვას და პასუხი გაეცემა კითხვებს: რით არის მიმზიდველი ამ პროფესიის დაუფლება? რა ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს მისცემს ახალი პროგრამა სტუდენტს?
მომხსენებლის შესახებ
გიორგი ვეშაპიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, შემდეგ კი – ტოკიოს (იაპონია) მეტროპოლიტან უნივერსიტეტის დოქტორანტურა ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმიის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაპონიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. გიორგი ვეშაპიძე 2014 წლიდან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრია.
დრო: 14 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
