ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
30 მაისს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, თამარ ცოფურაშვილი, შეხვდება.
საუბრის თემაა: „რატომ უნდა ვისწავლოთ ფილოსოფია?“
ლექციაზე საუბარი შეეხება ფილოსოფიის სწავლის მნიშვნელობას ფუნდამენტური აკადემიური განათლების მისაღებად, კერძოდ: რატომ არის ფილოსოფია პირველი მეცნიერება? რა სარგებელი აქვს ფილოსოფიური თეორიების ცოდნას თანამედროვე სამყაროში? რაში გვეხმარება ფილოსოფიური მოძღვრებების ცოდნა?
დრო: 30 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
