ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
28 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, მზაღო დოხტურიშვილი შეხვდება.
საუბრის თემაა: „ვიქტორ ჰიუგო: თითოეულ ადამიანს ორი სამშობლო აქვს: საკუთარი და… შემდეგ საფრანგეთი“.
ვისაუბრებთ ოთხმოცდაცხრამეტიდან მხოლოდ იმ ათ მთავარ მიზეზზე, რატომ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა სპეციალობა – საფრანგეთისმცოდნეობა.
მომხსენებლის შესახებ
მზაღო დოხტურიშვილმა დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრას. 2000-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ქართულ-ევროპულ პროგრამას – „ფრანგული როგორც უცხო ენა / გამოყენებითი უცხო ენები“, რომელიც დააარსა პოლ ვალერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მონპელიეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის კოორდინატორია. გარდა ამისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებებში სადოქტორო კოლეჯის (CODFREURCOR ) დირექტორია და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენელია AFELSH-ის აღმასრულებელ კომიტეტში. ხელმძღვანელობს ყოველწლიური ფრანგულენოვანი ჟურნალის – „Etudes interdisciplinaires en Sciences humaines“ – გამოცემას.
დრო: 28 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
