ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
23 მაისს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, ლევან ცაგარელი, შეხვდება.
საუბრის თემაა: „რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანისტიკა ილიაუნიში?“
გერმანისტიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებულ, სხვა უმაღლესებისგან განსხვავებულ ფორმატში ისწავლება. მოქნილი პროგრამა და კურსების ფართო არჩევანი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს ცოდნა გერმანისტიკის იმ დარგში, რომელიც მას უფრო მეტად აინტერესებს. გერმანისტიკის რომელი დარგები შეიძლება შეისწავლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა? რა სახის გაცვლით პროგრამებს სთავაზობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანისტიკის მიმართულების სტუდენტებს? რამდენად პერსპექტიულია გერმანისტიკის სწავლა დღევანდელ საქართველოში? სად შეიძლება დასაქმდეს მომავალი გერმანისტი? – პროფესორი ლევან ცაგარელი ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებს უპასუხებს.
დრო: 23 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
