ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
28 მარტს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, გურამ ყიფიანი შეხვდება.
საუბრის თემაა: „რაში გვჭირდება არქეოლოგია“.
ლექციაზე საუბარი შეეხება მსოფლიოში მიმდინარე წარსულ კულტურულ-ისტორიულ პროცესებს. განვსაზღვრავთ, თუ რა არის მატერიალური კულტურა; სად იყო კულტურათა და მხატვრულ მისწრაფებათა თავმოყრისა და გადანაწილების არეალი.
მომხსენებლის შესახებ
გურამ ყიფიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია 2007 წლიდან. ამავე დროს, იგი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო საკითხებში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო მიმართულებით. სხვადასხვა დროს მოხსენებებს კითხულობდა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და კალსრუეს უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
დრო: 28 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
