ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
14 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, გია ნოდია შეხვდება.
საუბრის თემაა: „რა არის ლიბერალური განათლება?“
„თავისუფალი მეცნიერებების“ პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიბერალური განათლების პრინციპებზეა აგებული. ის აშშ-ის წამყვან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში პოპულარული მიდგომების საფუძველზეა შექმნილი. შეხვედრაზე განმარტებული იქნება, რა ტიპის ცოდნასა და პერსპექტივას აძლევს ეს პროგრამა სტუდენტებს.
დრო: 14 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
