ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
11 აპრილს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ ჭინჭარაული, შეხვდება.
საუბრის თემაა: „ფსიქოლოგია და ჩვენ“.
მომხსენებლის შესახებ
თინათინ ჭინჭარაული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. იგი არის ფსიქოლოგიის დოქტორი და სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი. თინათინ ჭინჭარაულს ბავშვის განვითარებისა და განვითარების დარღვევების სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს.
დრო: 11 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
