ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
16 მაისს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფიკო ლობჟანიძე, შეხვდება.
საუბრის თემაა: „მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების თანამედროვე გამოწვევები“.
ლექციაზე აქცენტს გავაკეთებთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მასწავლებლის მომზადების კუთხით და იმაზე, თუ როგორ ეხმიანება ამ ცვლილებებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამები.
მომხსენებლის შესახებ
სოფიკო ლობჟანიძემ 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მას სხვადასხვა დროს მოპოვებული აქვს ინდივიდუალური კვლევითი გრანტები ბერნისა (შვეიცარია) და ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტებში. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში, როგორც მკვლევარი და ექსპერტი. არის ორმოცამდე სამეცნიერო სტატიის, ასევე – რამდენიმე სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის ავტორი. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების KAAD-ის (კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახური – გერმანია) და ICCS-ის (ეკლესიისა და სკოლის ინტერევროპული კომისია – გერმანია) წარმომადგენელია საქართველოში; არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ექსპერტ-კონსულტანტი. სოფიკო ლობჟანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2006 წლიდან. 2014 წლიდან კი ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლას.
დრო: 16 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
