ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
29 თებერვალს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე შეხვდება.
საუბრის თემაა: სამართლის რეფორმის გამოწვევები საქართველოში
ლექციის მიზანია, მიმოიხილოს აქამდე განხორციელებული სამართლის რეფორმის პრინციპები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოველთვის იდგა სამართლის სისტემის ადაპტაცია, სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე არსებული გამოწვევებისთვის პასუხის გასაცემად. განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს რეფორმის მიმართ ხშირ შემთხვევაში განსხვავებული ხედვები და დამოკიდებულებები აქვთ, რაც იწვევს სამართლის რეფორმის აქტუალობას ახალი მთავრობის ფორმირებასთან ერთად.
მომხსენებლის შესახებ
პროფესორი გიორგი მელაძე სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორია 2013 წლიდან. მისი კვლევის სფეროებია: სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა, შედარებითი კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის სამოქალაქო უფლებები. გარდა ამისა, გიორგი მელაძეს აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
დრო: 29 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
