ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
29 თებერვალს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, მოწვეულილექტორი, გიორგი ქემერტელიძე შეხვდება.
საუბრის თემაა: ტურზმის მნიშვნელობა მისი განვითარების პერსპექტივები. კერძოდ:
- ტურიზმისა და მოგზაურობის ზოგადი განმარტებები;
- საქართველოს ტურისტული ინდუსტრია;
- ტურიზმის სტატისტიკური ანალიზი საქართველოში;
- ტურიზმის დაგეგმვისა და მენეჯმენტის ძირითადი საკითხები;
- საქართველოს ტურისტული რესურსები და მათი მნიშვნელობა;
- ტურიზმი მსოფლიოს ტურიტულ ბაზარზე;
- საქართველოს ტურისტული ობიექტების განვითარების პერსპექტივები;
- ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო ორგანიზაციების მართვა და სტრუქტურა;
- ტურიზმის სტრატეგია და მასთან დაკავშირებული პროექტები;
- ტურიზმის განათლება საქართველოში;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამები და სტუდენტთა ტურისტული ცხოვრება.
მომხსენებლის შესახებ
გიორგი ქემერტელიძე 2011 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, 2012 წლიდან კი ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის მთავარი სპეციალისტია. ამავე დროს, ხელმძღვანელობს ბიზნესის სკოლის რამდენიმე ტრენინგ კურსს. 2011 წლიდან არის ტრენინგცენტრ „BDC აკადემიის“ ტრენერი და რამდენიმე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ხელმძღვანელი. 2008 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტურიზმის განვითარება“ და დღემდე მისი ვიცე-პრეზიდენტია.
გიორგი ქემერტელიძის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დრო: 29 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
