ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
4 აპრილს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალი სტუდენტებისთვის იმიტირებული საკონსტიტუციო სამართლის პროცესი შედგება.
პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები. მხარეები წარმოადგენენ სადავო კანონის კონსტიტუციურობის დამადასტურებელ და უარმყოფელ არგუმენტებს, რომელთა განხილვის საფუძელზე, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ძალაში დატოვებს ან არაკონსტიტუციურად სცნობს სადავო კანონს.
პროცესს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი მელაძე, გაუძღვება.
მომხსენებლის შესახებ
გიორგი მელაძე ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორია 2013 წლიდან. მისი კვლევის სფეროებია: სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა, შედარებითი კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის სამოქალაქო უფლებები. გიორგი მელაძეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
დრო: 4 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]
